ტურისტულ სააგენტო ,,UNItour“-ს ტურიზმის სფეროში საქმიანობის ხუთი წლის გამოცდილება აქვს.
ამ ხნის მანძილზე განხორციელებულმა პროექტებმა, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობამ, აგრეთვე შექმნილმა უნიკალურმა ტურისტულმა პროდუქტებმა (რომელიც ძირითად პილიგრიმულ, კულტურულ, აგრო და ეთნო ტურებს მოიცავს) სააგენტო საკმაოდ ცნობადი და კონკურენტუნარიანი გახადა ტურისტული მომსახურების ბაზარზე.
ტურისტული სააგენტო ,,UNItour“-ის მიზანია:
- ინოვაციური მარშუტების შემუშავება
- მომსახურების მაღალი ხარისხი
- კომფორტული გარემოსა და დაუვიწყარი შთბეჭდილებების შექმნა დაბალი ფასებით
- ტურისტული პროდუქტის მომხმარებელთან, მრავალჯერადი ურთიერთობა
ტურისტული სააგენტო ,,UNItour“-ი კორპორაციულ კლიენტებს (CARTUGROUP, GPIH, UGT, TBC და სხვა ) უნიკალურ ტურისტულ პროდუქტებს სთავაზობს:
- მოგზაურობა ისტორიულ ტაო-კლარჯეთში
- მოგზაურობა ისტორიულ ტრაპიზონში (სუმელას მონასტერი, აია-სოფიას მუზეუმი)
- მოგზაურობა კაპადოკიაში
- ქრისტიანული გზა საქართველომდე
- ხიხანი – წიფლნარი–ბეშუმი–გოდერძის უღელტეხილი
- ბათუმი–გობრონეთი–ხინო–ქობულეთი
- აჭარის ხეობის ღირშესანიშნაობები (სხალთის მონასტერი, ხიხანის ციხე, თამარ მეფის ხიდები და სხვა)
- პირველი ქრისტიანული გზა საქართველოში (გონიო, აჭარისწყლის ხეობა, დიდაჭარა)
- ღვინის ტური აჭარაში
ტურისტული სააგენტო ,,UNItour“-ი მჭიდროდ თანამშრომლობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტთან და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან.
იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად და თქვენ დაგრჩებათ დაუვიწყარი შთაბეჭდილებები !!!